ლევან იოსელიანი კელი დეგნანს შეხვდა
ლევან იოსელიანი კელი დეგნანს შეხვდა

სახალხო დამცველის რანგში ლევან იოსელიანი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგანანს შეხვდა.

კელი დეგნანმა ლევან იოსელიანს სახალხო დამცველის თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატება უსურვა.

„ელჩმა დიდი პატივისცემა გამოხატა ინსტიტუციისადმი და ადამიანის უფლებათა დაცვის რთულ საქმეში მხარდაჭერა აღუთქვა. შეხვედრაზე მხარეებმა დაადასტურეს თავიანთი სურვილი და მზადყოფნა, გააგრძელონ სახალხო დამცველსა და აშშ-ს საელჩოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ტრადიცია“, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს საქართველოში აშშ-ის საელჩო.

„სახალხო დამცველის ინსტიტუტი საქართველოს დემოკრატიის მონაპოვარია. მისი დამოუკიდებლობა არსებითად მნიშვნელოვანია საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ზედამხედველობისთვის. ჩვენ სიამაყით ვუჭერთ მხარს სახალხო დამცველის მთელ გუნდს, ისევე როგორც თითოეულ ადამიანსა და ორგანიზაციას, რომელიც ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დასაცავად მუშაობს“, – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.