ლევან იოსელიანი - კახა კუჭავა არის უფრო ნეიტრალური და დაბალანსებული პოლიტიკური ფიგურა, ვიდრე მისი წინამორბედი იყო
კახა კუჭავა არის უფრო დაბალანსებული ადამიანი, მისი პოლიტიკური წარსული ბევრად მიუკერძოებელია პოლიტიკური განცხადებების თვალსაზრისით, ამიტომ შეიძლება, ეს იყო ცვლილების მოტივი, – ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.
„ეს საკადრო ცვლილება ჩემთვის ცოტა მოულოდნელი და გაუგებარი იყო, მაგრამ ვიზიარებ არგუმენტს, რომ კახა კუჭავა არის უფრო ნეიტრალური და დაბალანსებული პოლიტიკური ფიგურა, ვიდრე მისი წინამორბედი იყო. საკადრო ცვლილების მიზეზი რა იყო, ამის უფრო მეტი მტკიცებულება არ გამაჩნია. კუჭავა არის უფრო დაბალანსებული ადამიანი. მისი პოლიტიკური წარსული ბევრად მიუკერძოებელია პოლიტიკური განცხადებების თვალსაზრისით. ამიტომ შეიძლება, ეს იყო ცვლილების მოტივი“, – განაცხადა იოსელიანმა.