ლევან იოსელიანი - „ისფედის“ მიერ გამოქვეყნებული დარღვევების აღმოფხვრის მექანიზმები ახალ საკანონმდებლო ინიციატივაში გათვალისწინებულია
ლევან იოსელიანი - „ისფედის“ მიერ გამოქვეყნებული დარღვევების აღმოფხვრის მექანიზმები ახალ საკანონმდებლო ინიციატივაში გათვალისწინებულია

ამ ანგარიშში ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ამოვიკითხე, არის რეკომენდაციები. ის საარჩევნო რეფორმა, რასაც ჩვენ ვახორციელებთ, ამ რეკომენდაციების უდიდეს ნაწილს პასუხობს, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა „ისფედის“ ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.

„ისფედის“ მიერ გამოქვეყნებული დარღვევების აღმოფხვრის მექანიზმები გათვალისწინებულია ახალ საკანონმდებლო ინიციატივაში, რომელიც ჩვენ პარლამენტში წარვადგინეთ და რომელზეც ვმუშაობთ. ძალიან საინტერესო ანგარიშია, თუმცა ყველა დარღვევა, რაც წინა არჩევნებზე იყო, ამის პრევენციის თითქმის ყველა მექანიზმი ახალ ცვლილებებში მოაზრებულია“, – განაცხადა იოსელიანმა.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა.