ლევან იოსელიანი გურიაში სტიქიის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს
ლევან იოსელიანი გურიაში სტიქიის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გურიაში სტიქიის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

ლევან იოსელიანი იმედს გამოთქვამს, რომ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ყველა ღონეს მიმართავენ დაკარგული მოზარდის საპოვნელად და მის გადასარჩენად.

„ძლიერმა წვიმამ გურიაში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. დაინგრა და დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, დაიხოცა შინაური ცხოველები, განადგურდა ნარგავები და ნათესები, ამორტიზებულია ხიდები. გურიაში მიმდინარე სტიქიით დაზარალებულს სახელმწიფოს თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდება“, – აცხადებს ლევან იოსელიანი.