ლევან იოსელიანი - გიგი უგულავას განცხადებებს სერიოზულად არასდროს აღვიქვამდი, უგულავა სერიოზულ პოლიტიკოსად არ მიმაჩნია
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, პარტია „მოქალაქეების“ წევრის ლევან იოსელიანის თქმით, გიგი უგულავას განცხადებებს სერიოზულად არ აღიქვამს და არც არასოდეს აღიქვამდა.
იოსელიანის განცხადებით, გიგი უგულავა სერიოზულ პოლიტიკოსად არ მიაჩნია.
„სერიოზულად არ აღვიქვამ, რადგან სერიოზული კაცი არ ყოფილა. არასერიოზულობას ვამჩნევ მის განვლილ პოლიტიკურ საქმიანობას. გიგი უგულავა სერიოზულ პოლიტიკოსად არ მიმაჩნია, რატომ? – ამას თავისი მიზეზები აქვს. დაწყებული მისი მერობის პერიოდიდან, დღემდე ვერ დამარწმუნა, რომ მას თანმიმდევრულობა ან რაღაც სერიოზული აქვს პოლიტიკაში“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ოპოზიციონერმა გიგი უგულავამ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა: „სააკაშვილს მოუვა რაღაც ციხეში და დაგჭირდებათ ძმაკაცობა მღვდლებთან, ბევრი წესის აგება მოუწევთ, თვითონ ჩავერთვები შურისძიებაში“.