ლევან იოსელიანი - ცესკო-ს დაკომპლექტების წესი მნიშვნელოვანია და ვფიქრობთ, ამ პროცესში პოლიტიკური პარტიები უნდა იყვნენ ჩართული
ლევან იოსელიანი - ცესკო-ს დაკომპლექტების წესი მნიშვნელოვანია და ვფიქრობთ, ამ პროცესში პოლიტიკური პარტიები უნდა იყვნენ ჩართული

პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის განცხადებით, საარჩევნო პროექტთან დაკავშირებით საკუთარ შენიშვნებს პარასკევს შეხვედრაზე წარადგენენ.

მისივე თქმით, ცესკო-ს დაკომპლექტების წესი ნიშვნელოვანია და ამ პროცესში პოლიტიკური პარტიები უნდა იყვნენ ჩართული.

„დოკუმენტი გუშინ გვიან მივიღეთ, შენიშვნებს პარასკევს შეხვედრაზე წარვადგენთ, შენიშვნებთან დაკავშირებით იქნება სამუშაო შეხვედრაც. ცესკო-ს დაკომპლექტების წესი არის მნიშვნელოვანი და ჩვენი მოსაზრებაა, რომ ამ პროცესში პოლიტიკური პარტიები უნდა იყვნენ ჩართული.

ეს ცვლილება მნიშვნელოვანია, რათა არ იყოს განცდა, პოლიტიკური პარტია, ვინც ბარიერი გადალახა, ამ პროცესის მიღმა რჩება.

მემორანდუმის ფარგლებში გაწერილი გვაქვს პროცედურა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაკომპლექტებულმა კომისიამ უნდა წარადგინოს კანდიდატები. მეორე საკითხია, ამაზე თანახმა არიან თუ არა არასამთავრობოები. მათ აქვთ განსხვავებული პოზიციები. ნაწილი არ მიიჩნევს, რომ ეს მათი ფუნქციაა. ეს საკითხი არის ღია“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.