ლევან იოსელიანი - არ შეიძლება, ერთი ადამიანი განასახიერებდეს ევროინტეგრაციის პროცესს, ამავდროულად, უნდა გვესმოდეს, რომ სააკაშვილის ამბის ცუდად დასრულება შემაფერხებელი ფაქტორი იქნება
ლევან იოსელიანი - არ შეიძლება, ერთი ადამიანი განასახიერებდეს ევროინტეგრაციის პროცესს, ამავდროულად, უნდა გვესმოდეს, რომ სააკაშვილის ამბის ცუდად დასრულება შემაფერხებელი ფაქტორი იქნება

არ შეიძლება, ერთი ადამიანი თავის თავში განასახიერებდეს იმხელა პროცესს, რაც ევროინტეგრაციაა, მეორე მხრივ, თუ მიხეილ სააკაშვილის ამბავი ცუდად დასრულდება, ეს იქნება მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორი ევროინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

იოსელიანის განმარტებით, ფატალური შედეგი ქვეყნისთვის დიდი სირცხვილი იქნება.

„ერთი ადამიანი, არ შეიძლება, თავის თავში განასახიერებდეს იმხელა პროცესს, რაც არის ევროინტეგრაცია, მეორე მხრივ, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილის ამბავი ცუდად დასრულდება, ეს იქნება მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორი ევროინტეგრაციის გზაზე. ვერცერთი ჩვენი პარტნიორი ვერ გაიგებს, სახელმწიფომ რატომ დაუშვა პრეზიდენტის მდგომარეობის იმდაგვარად გაუარესება, რომ ეს ყველაფერი დასრულებულიყო ფატალურად. ღმერთმა არ ქნას, ეს ასე იყოს, მე ვსაუბრობ ყველაზე უარეს სცენარზე, რაც ქვეყნისთვის იქნება ძალიან დიდი სირცხვილი, ასევე ევროინტეგრაციის გზაზე დამაბრკოლებელი“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.