ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სრულად იზიარებს
ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სრულად იზიარებს

წლებია, თვალს ვადევნებთ პროცესს, როცა არჩევნების შემდეგ, ორივე მხარე – „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ზეიმობენ ხოლმე, სწორედ ამ ოპერის გაგრძელებაა, რაც სტრასბურგის სასამართლოს განცხადებაზე ხდება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

იოსელიანი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სრულად იზიარებს.

„ამ გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა, შიმშილობა შეწყვიტოს და ამავე დროს პენიტენციურ სამსახურს დაავალა, რომ ყველა ინფორმაცია მიაწოდოს მისი ჯანმრთელობის შესახებ, იზრუნოს მის ჯანმრთელობაზე შიმშილობის შემდგომ პერიოდში, ანუ, მის რეაბილიტაციაზე. ამ გადაწყვეტილებაში ეს წერია, რომელსაც თავიდან ბოლომდე ვიზიარებ. სტრასბურგის სასამართლო მიხეილ სააკაშვილს განსაკუთრებით დააკვირდება. რამდენადაც ვიცი, სხვა საჩივრებიც არის შეტანილი და არ გამოვრიცხავ, რომ ამ საჩივრებზეც მალე იყოს პასუხი“, – განაცხადა იოსელიანმა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და მოსთხოვა შიმშილობის შეწყვეტა.