ლევან გოგიჩაშვილი - იუსტიციის საბჭოს წევრები ირაკლი კობახიძის გაგულისებული არიან და აქედან მოდის მათი თავდასხმები ჩვენს კოლეგებზე
როგორც ჩანს, ირაკლი კობახიძის გაგულისებული არიან იუსტიციის საბჭოს წევრები და აქედან მოდის მათი თავდასხმები ჩვენს კოლეგებზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.
როგორც ლევან გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, „იუსტიციის საბჭოს წევრები თავს დაესხნენ ლევან კობერიძესა და ეკა ბესელიას.“
„უთხრან ამ ხალხს, რომ შეეშვან ჩვენი კოლეგების ლანძღვას. წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხები იქნება ყოველთვის უმკაცრესი და ძალიან მწვავე. ფრაქციის თავმჯდომარემ უნდა დაიცვას თავისი ფრაქციის წევრები, როდესაც მათ უტევენ. მოვუწოდებ ჩემს კოლეგებსაც, რომ დაიცავით თქვენი ფრაქციის წევრები. როდესაც იუსტიციის საბჭოს წევრი შენი ფრაქციის წევრს ლანძღავს, კეთილი უნდა ინებო და დაიცვა შენი ფრაქციის წევრი. ლევან კობერიძე უნდა დაიცვას მამუკა მდინარაძემ, ირაკლი კობახიძემ”, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.