ლევან გოგიჩაიშვილი - „ქართული ოცნება“ აკო მინაშვილისა და გოკა გაბაშვილისგან დღეს სპეცრაზმით იცავს თავს
ლევან გოგიჩაიშვილი - „ქართული ოცნება“ აკო მინაშვილისა და გოკა გაბაშვილისგან დღეს სპეცრაზმით იცავს თავს

ხელისუფლებაში ყოფნის მეშვიდე წლის თავზე აკო მინაშვილისა და გოკა გაბაშვილისგან სპეცრაზმით იცავს თავს, – ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს.

როგორც გოგიჩაიშვილმა პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, „ოცნებას“ იმ ადამიანებისგან უხდება დაცვა, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რომ ამ ქვეყანაში უბედური ყოფილიყო საზოგადოება.

„რატომ გაკეთდა ეს ყველაფერი, ჩვენ ხომ კარგად ვიცით, გაკეთდა იმიტომ, რომ სისტემა გადმოიბარა პოლიტიკურმა გუნდმა და პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, ყველა პროკურორი გადმოიბარეთ, ყველა მოსამართლე გადმოიბარეთ, ყველა პოლიციელი გადმოიბარეთ, რომელსაც ნარკოტიკი ჩაუდია ადამიანებისთვის. ყველას არ ვგულისხმობ. დღემდე არის ბევრი ნორმალური და წესიერი ადამიანი, ვისაც დღემდე სტკივა ეს ამბავი. „ქართულ ოცნებაში“ მინიმუმ 12 კაცია ისეთი, ვისაც პირველ ოქტომბერს აქვს „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ხმა მიცემული. ყველაფერი გააკეთეთ, რომ სისტემა შენარჩუნებულიყო და დამნაშავეები ამ ქვეყანაში გარეთ ყოფილიყვნენ. ლაშა ნაცვლიშვილი ხომ ამბობდა, ჩვენ ადამიანები არ დავიჭირეთ და დავტოვეთ იმისთვის „ნაციონალური მოძრაობა“, რომ რაღაცა სახე შეგვექმნა, რომ ოპოზიცია არსებობს. დღესაც „ნაციონალური მოძრაობა“ გჭირდებათ იმისთვის, რომ ორპოლუსიანობა შენარჩუნდეს, ყველაფერი დაიხუთოს ამ ქვეყანაში. გაჩერდა ეს ქვეყანა ამ ორპოლუსიანობაში“,-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანაშვილი არ რის არანაირი განვითარება და პერსპექტივა.

„ზოდელავას ზომბები გააცოცხლეთ. ადამიანები, რომლებიც პასუხისგებაში უნდა მიგეცათ, რატომ უნდა იდგნენ აქ და რატომ უნდა ხდებოდეს ამ სიტუაციაში ყოფნა; რატომ გადაუსვა ბევრმა ხაზი პირველი ოქტომბრის მონაპოვარს. როგორ გადმოიფორმეთ„ ნაციონალური მოძრაობა“ თვითმმართველობებში, ჩამოვთვალოთ სახელი და გვარები? ამის დროც მოვა. რაც თქვენ გააკეთეთ, არის უპასუხისმგებლობა. დღეს საზოგადოების მთავრი დაკვეთაა, რომ ამ ორპოლუსიანობისგან გაიწმინდოს პოლიტიკური სივრცე. არ მსიამოვნებს, რომ ვიღაცებმა რაღაც კორიდორი უნდა გააკეთონ. მე ისედაც შემოვიდოდი, ვეცდებოდი, რომ შემოვსულიყავი. ვისაც გეშინიათ აკო მინაშვილის, ძალიან დიდი ბოდიში და, ჩვენ ნუ გვაყენებთ უხერხულ მდგომარეობაში. შემოვალ მე ამ პარლამენტში და ამ ქალაქში გავივლი, ვიღაცებისგან განსხვავებით, როგორც ჩანს“,- აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.