ლევან გოგიჩაიშვილი - პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საკითხზე შსს-სთან უმწვავესი კითხვები გვაქვს
უმწვავესი კითხვები გვაქვს შსს-თან, ან დააკავებს მთავარ გამავრცელებლებსა და დამკვეთებს, ან სერიოზული პასუხისმგებლობის აღება მოუწევს, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.
როგორც ლევან გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით ყველაზე ცუდი კოლეგებისა და შსს-ს დამოკიდებულებაა.
„გამქრალია გენდერის საბჭო, ის უნდა იყოს აქტიური, რადგან უნდა იცავდეს ქალთა უფლებებს, მაგრამ როცა საქმე პოლიტიკას ეხება, უკვე აღარ არსებობს ეს საბჭო. უმწვავესი კითხვები გვაქვს შსს-თან, ის ან დააკავებს მთავარ გამავრცელებელსა და დამკვეთს, ან მოუწევს სერიოზული პასუხისმგებლობის აღება პოლიტიკური თვალსაზრისით. ვერ ვატყობთ მათ მონდომებას. თუ ის ვერ იცავს პარლამენტარს, ვერასდროს დაიცავს რიგით მოქალაქეს“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.