ლევან გოგიჩაიშვილი - მე, ირაკლი კობახიძე და ვანო ზარდიაშვილი ერთ ხაზზე ვერ ვიქნებით
ლევან გოგიჩაიშვილი - მე, ირაკლი კობახიძე და ვანო ზარდიაშვილი ერთ ხაზზე ვერ ვიქნებით

ვერ ვიქცევი პულტზე ხელის დამჭერად, ვერ შემჭამს კონიუქტურა, რაც მნიშვნელოვანია, ყოველთვის იმ მხარეს ვიქნები, – ამის შესახებ დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.

როგორც ლევან გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, გუშინდელმა პარლამენტში განვითარებულმა მოვლენებმა ბევრი რამ გადაწყვიტა.

„უმრავლესობის სახელით ბოლო გამოსვლა მქონდა. ჩვენი გზები ერთმანეთს დაშორდა, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი ფასეულობებია. პარლამენტის თავმჯდომარემ არაადეკვატური და შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა იმ ადამიანების მიმართ, ვისთვისაც თავისუფლებისთვის ბრძოლა მნიშვნელოვანია. მათ უთხრეს, რომ რასაც სააკაშვილი ამ მოსამართლეების ხელით ცხრა წლის მანძილზე გიკეთებდათ, რა მოხდა, ახალი ცხოვრება დავიწყოთ. ეს ფორმულა მიუღებელია. ამ მორალის მქონე ადამიანთან გუნდში ვერ ვიქნები. წარმოუდგენელია, მე, ირაკლი კობახიძე და ვანო ზარდიაშვილი ამ ხაზზე ვიყოთ, ყველაფერი ნათელია. ვერ ვიქცევი პულტზე ხელის დამჭერად, ვერ შემჭამს კონიუქტურა, რაც მნიშვნელოვანია, ყოველთვის იმ მხარეს ვიქნები“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.