ლევან გოფოძე - რესპუბლიკურ საავადმყოფოს დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ხუთი პაციენტი დატოვებს
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, საავადმყოფოს ახალი კოვიდნიფიცირებული პაციენტი არ გყავს. მისივე ინფორმაციით, კლინიკში, ჯამში 44 ინფიცირებული მკურნალობს. მათგან დღეს ხუთი გამოჯანმრთელებული გაეწერება.
როგორც ლევან გოფოძემ განაცხადა, ინფიცირებულ პირებს შორის ერთია მძიმე, რომელიც მართვით სუნთქვაზეა მოთავსებული. აღნიშნული პაციენტი კლინიკაში ორი დღის წინ მარნეულიდან გადაიყვანეს. ასევე საყურადღებოა კიდევ ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
„რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად 61 პაციენტია. აქედან 44 არის კოვიდდადასტურებული. ამ პაციენტებიდან ხუთი დღეს დატოვებს კლინიკას, რადგან ორი ტესტი ზედიზედ ნეგატიური მოვიდა. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მარზთვთ სუნთქვაზეა. ეს არის პირველი პაციენტი, რომელიც მართვით სუნთქვაზე გვყავს ჩვენ. რეანიმაციაშია, რა თქმა უნდა. გადმოიყვანეს მარნეულიდან. ასაკოვანი პაციენტია, აქვს პნევმონია ორმხრივი. ასევე გვყავს სამი კოვიდინფიცირებული პაციენტი, რომელიც ძალიან საყურადღებოა, მათ შორის ერთი მართვით სუნთქვაზეა. სხვა პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეს რეტესტირება კიდევ ჩაუტარდება რამდენიმე პაციენტს და ვნახოთ, როგორი შედეგებით დასრულდება“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.