ლევან დოლიძე - მივესალმები საქართველოს წვლილს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ტყვეების საკითხზე შეთანხმების მიღწევაში
ლევან დოლიძე - მივესალმები საქართველოს წვლილს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ტყვეების საკითხზე შეთანხმების მიღწევაში

მნიშვნელოვანია, საქართველოს პოლიტიკა რეგიონში ხელს უწყობდეს პარტნიორებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების გაძლიერებას, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან დოლიძე სოციალურ ქსელში წერს.

დოლიძის განცხადებით, მიესალმება საქართველოს წვლილს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ტყვეების საკითხზე შეთანხმების მიღწევაში.

„მივესალმები საქართველოს წვლილს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ტყვეების საკითხზე შეთანხმების მიღწევაში. მნიშვნელოვანია, საქართველოს პოლიტიკა რეგიონში ხელს უწყობდეს პარტნიორებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების გაძლიერებას და საქართველოს, როგორ სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშემწყობი ქვეყნის როლის გამოკვეთას“, – აცხადებს ლევან დოლიძე.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციითა და ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა.