ლევან დოლიძე - გახარიამ უარყო შეფასებები, რომელიც გაახმოვანეს მმართველი პარტიის ლიდერებმა, „სისულელე“ და „აბსურდი“ ეხებოდა მათ ბრალდებებს
„სისულელეა“ და „აბსურდია“ ეხებოდა მმართველი ლიდერების იმ ბრალდებებს, რომელიც უკავშირებოდა ფინანსურ თანხებზე საუბარს, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოში პარტია „საქართველოსთვის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერმა, ლევან დოლიძემ გიორგი გახარიასა და კახა კალაძის შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ მმართველ ლიდერებს არ ესმით ორ კაცს შორის ღირსეული ნაბიჯის გადადგმა.
„პირველ რიგში, გეტყვით, რომ ეს არის ორ კაცსა და ორ ადამიანს შორის ურთიერთობის საკითხი. როდესაც ღირსეული ადამიანი თავის ყოფილ კოლეგასთან, რომელთანაც ჰქონდა ღირსეული ურთიერთობა და აყენებს საქმის კურსში და ამას აგებინებს არა ტელევიზორით, არამედ ხვდება და ამის შესახებ ესაუბრება, ეს არის ორ კაცსა და ღირსეულ კაცებს შორის ურთიერთობის საკითხი. ეს რომ არ ესმით ავტორებს, რომლებმაც გუშინ ამ თემებზე ისაუბრეს, ჩემთვის პირადად გასაგებია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამას ძალიან კარგად აფასებენ. ეს არის მათთვის გაუგებარი, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ეს არის მათთვის კარგად გასაგები, როგორც ჩვენი თანამოქალაქეებისთვის.
ბატონ გიორგის არ უარუყვია, მან უარყო შეფასებები მის შესახებ და ის ბრალდებები, რომელიც გაახმოვანეს მმართველი პარტიის ლიდერებმა. შეხვედრის შესახებ არ უარუყვია. „სისულელეა“ და „აბსურდია“ ეხებოდა მმართველი ლიდერების იმ ბრალდებებს, რომელიც უკავშირებოდა ფინანსურ თანხებზე საუბარს. ტყუილი, აბსურდი და სისულელე ნამდვილად არის ის ბრალდებები, რომელიც გუშინ გაახმოვანეს. სამწუხაროა, რომ მათ არ ესმით ორ კაცს შორის ღირსეული ნაბიჯის გადადგმა, როდესაც ყოფილ კოლეგას ესაუბრები“, – განაცხადა ლევან დოლიძემ.
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ გიორგი გახარიასთან შედგა შეხვედრა. მისივე თქმით, შეხვედრა თბილისის მერიის შენობაში გაიმართა.