ლევან დავითაშვილი - უნგრეთი ყოველთვის იდგა საქართველოს გვერდით, მათ შორის კანდიდატის სტატუსის მიღებაში უჭერდა მხარს, ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა გაძლიერდება, კიდევ უფრო გამყარდება
უნგრეთი ყოველთვის იდგა საქართველოს გვერდით, მათ შორის კანდიდატის სტატუსის მიღებაში მკაფიოდ უჭერდა მხარს. დარწმუნებული ვარ, მომავალში ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა გაძლიერდება, კიდევ უფრო გამყარდება, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ვიქტორ ორბანის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უნგრეთი დღეს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა, ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ყოველთვის იდგა საქართველოს გვერდით.
„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი შედგა, ეს არის დასაფასებელი ჩვენი მეგობარი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მხრიდან. დიდი მხარდამჭერის გამომხატველი ვიზიტი იყო, რომელიც აღიარებს ჩვენს თანამშრომლობას, იმ არჩევანს, რომელიც ქართველმა ხალხმა გააკეთა. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უნგრეთი დღეს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა, ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და უნგრეთი ყოველთვის იდგა საქართველოს გვერდით, მათ შორის კანდიდატის სტატუსის მიღებაში უნგრეთი მკაფიოდ უჭერდა საქართველოს მხარს. დარწმუნებული ვარ, მომავალში ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა გაძლიერდება, კიდევ უფრო გამყარდება და ის დინამიკა, რომელიც გვაქვს შენარჩუნდება. ეს მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკურ ასპარეზზე, ასევე ეკონომიკური, კულტურული და სხვადასხვა კავშირისთვის“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.