ლევან დავითაშვილი - უცხოელებზე მიწის რეგისტრაციის შეზღუდვას ინვესტიციებზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია
ლევან დავითაშვილი - უცხოელებზე მიწის რეგისტრაციის შეზღუდვას ინვესტიციებზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია

უცხოელებზე მიწის რეგისტრაციის შეზღუდვას ინვესტიციებზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, უცხოური ინვესტიციების გაზრდა არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სოფლის მეურნეობაში.

„როდესაც ინვესტიციებზე ვსაუბრობთ ხშირად იყო სპეკულაციები თუ რა გავლენა მოახდინა საკონსტიტუციო ცვლილებებმა სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ ამ პროცესზე. მიუხედავად ამ ცვლილებებისა,  ინვესტიციები არის სტაბილური და არ იზრდება. მინდა ვთქვა, რომ ხშირ შემთხვევაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არ არის მთავარი წყარო სფეროს განვითარებისთვის, თუმცა მნიშვნელოვანია, რადგან მას მოჰყვება ცოდნა და ნოუჰაუ, რისი დეფიციტიც გვაქვს ქვეყანაში. ვფიქრობ, რომ სწორად, სამართლიანად რეგულირდება ახალ ორგანულ კანონში საკუთრების საკითხი, რომელიც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს და პროგნოზირებადს გახდის ინვესტიციებს სასოფლო-სამეურნეო სექტორში. ამ მხრივ ჩვენი მოსახლეობის მიმართ აღებული პასუხისმგებლობა, რომ სასოფლო-სამეურენო მიწის შენარჩუნება მოხდება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, არის გათვალისწინებული და დაშვებულია ასევე სივრცე უცხოელების მონაწილეობისთვის სხვადასხვა ფორმით, რომლიც ვფიქრობ, არის სწორი და დაბალანსებული მიდგომა“, -განაცხადა დავითაშვილმა.