ლევან დავითაშვილი - საქართველოში ყურძნის რეკორდული მოსავალი დაბინავდა
დღეის მდგომარეობით, საქართველოში ყურძნის რეკორდული მოსავალი დაბინავდა, ძირითადად კახეთში, თუმცა საქართველოს სხვა კუთხეებშიც მიმდინარეობს ინტენსიურად მოსავლის დაბინავების პროცესი, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ განუცხადა.
დავითაშვილმა რთველის შეჯამებულ მონაცემებზე ისაუბრა.
„263 000 ტონა ყურძენი უკვე გადამუშავებული იყო გუშინდელი დღის მონაცემებით. ეს გადამუშავებული ყურძნის რეკორდული მონაცემებია. შარშან გვქონდა ასეთი რეკორდული მონაცემები, რომელიც 251 000 ტონა იყო. ფაქტობრივად დავინახეთ, რომ ყველა კომერციული ჯიშის ყურძნის მოსავალი გაზრდილია საქართველოში. ეს დაკავშირებულია გაზრდილ სავენახე ფართობებთან, ასევე პროდუქტუილობასთან. ასევე მიუხედავად კლიმატური პირობებისა და გამოწვევებისა, მოვახერხეთ მოსავლის დაბინავება ისე, რომ ფერმერებს არ შექმნიათ განსაკუთრებული პრობლემები“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.