ლევან დავითაშვილი - პრეზიდენტის განცხადებები სამწუხარო, უხერხული მოსასმენი იყო, მიუღებელია მესიჯები, რომლებიც საზოგადოების დაყოფას ემსახურება
ძალიან სამწუხარო იყო და ალბათ უხერხული მოსასმენი პრეზიდენტის განცხადებები. განსაკუთრებით, დღევანდელი დღის შესაფერისი არ იყო, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეროვნულ დღესასწაულზე ყველა უნდა გაერთიანდეს ქვეყნის ინტერესების გასაძლიერებლად.
„ეროვნულ დღესასწაულს ერთიანები უნდა შევხვდეთ და მესიჯები, რომლებიც ერთიანობისკენ კი არ მოუწოდებს, არამედ საზოგადოების დაყოფას ემსახურება, რა თქმა უნდა, მიუღებელია. ძალიან მიჭირს, მიმძიმს, ვწუხვარ და არ მსურს, მაგრამ ამაზე სხვანაირი კომენტარის გაკეთება რთულია. ამ დროს ჩვენ, თითოეული ჩვენი მოქალაქე უნდა გავერთიანდეთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, ქვეყნის ინტერესების გასაძლიერებლად. ზუსტად ეს იქნება ჩვენი ქვეყნის წარმატების საფუძველი. სხვა შემთხვევაში, ერთიანობის გარეშე რეალურ დამოუკიდებლობას, ჩვენი ქვეყნის აღიარებას ვერ მოვიპოვებთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.