ლევან დავითაშვილი - ხალხთან კავშირი, შედეგების ხალხთან მიტანა ჩვენი მთავარი ამოცანაა
ლევან დავითაშვილი - ხალხთან კავშირი, შედეგების ხალხთან მიტანა ჩვენი მთავარი ამოცანაა

ხალხთან კავშირი, ჩვენი შედეგების ხალხთან მიტანა ჩვენი მთავარი ამოცანაა, – ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ თავჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიმართვის შეფასებისას აღნიშნა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკურ ზრდა თითოეული მოქალაქისთვის იყოს ხელმისაწვდომი.

„ვფიქრობ, რომ ასეთი უნდა იყოს დამოკიდებულება თითოეული ჩვენგანის, მთავრობის, ხელისუფლების ყველა წარმომადგენლის, რადგან ჩვენ ვართ ხალხისგან არჩეული. ხალხთან კავშირი, ჩვენი შედეგების ხალხთან მიტანა, ჩვენი მთავარი ამოცანაა. მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკურ ზრდა თითოეული მოქალაქისთვის იყოს ხელმისაწვდომი. როდესაც ინკლუზიურობაზე საუბრობდა პრემიერ-მინისტრი და მისი სამთავრობო პროგრამის ძირითადი ნაწილი ეხებოდა ინკლუზიურ ზრდას, ზუსტად ამას გულისხმობდა, რომ ჩვენ არ გვინდა ზოგადი ზრდა. ჩვენთვის ზოგადი ეკონომიკური შედეგები არაფრის მომტანია, თუ ეს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე არ აისახა. ჩვენი ხელისუფლება არის ხალხის ხელისუფლება და ხალხთან ვართ პასუხისმგებელი”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა დღეს საქართველოს მოქალაქეებისადმი მიმართვა გაავრცელა.