ლევან დავითაშვილი - ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში ოპონენტების მხრიდან არაერთხელ გვინახავს ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი დამოკიდებულება, მათთვის რაც ტრაგედიაა, ხალხისთვის არის გამარჯვება
ლევან დავითაშვილი - ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში ოპონენტების მხრიდან არაერთხელ გვინახავს ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი დამოკიდებულება, მათთვის რაც ტრაგედიაა, ხალხისთვის არის გამარჯვება

საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში არაერთხელ გვინახავს უპასუხისმგებლო და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი დამოკიდებულება ოპონენტთა მხრიდან. მათთვის რაც ტრაგედიაა, ქართველი ხალხისთვის არის მნიშვნელოვანი გამარჯვება და შედეგი, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველოს აუცილებლად ექნება მეტი პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე.

„საბედნიეროდ, ჩვენ გვექნება პროგრესი ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად. საქართველო გააგრძელებს ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლას. ბოლო ათი წლის განმავლობაში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ჩვენ გვქონდა არამხოლოდ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, გვქონდა ვიზალიბერალიზაცია. გვახსოვს, რომ არაერთი ოპონენტი ცდილობდა ამ პროცესისთვის ხელის შეშლას, რადგან მათ არ უნდოდათ, რომ ეს ყოფილიყო ხელისუფლების დამსახურება. ახლაც ასე ხდება, როდესაც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით არის საუბარი. ჩვენ წელს მოვიპოვებთ კანდიდატის სტატუსს და ამ პროცესშიც ვერ ვხედავთ კონსოლიდაციას, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა დავითაშვილმა.