ლევან დავითაშვილი - ევროპასთან თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სავაჭრო-ეკონომიკური საკითხებია, ბრიუსელში ვიზიტისას ჩვენი ძირითადი ფოკუსი ამ საკითხებზე იქნება
ჩვენი ევროპასთან თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ სავაჭრო- ეკონომიკური საკითხებია და ამ კუთხით საქართველომ, ფაქტობრივად, დაკავშირებადობის ქოლგის ქვეშ მოახდინა ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებების თავმოყრა, შესაბამისად, ჩვენი ძირითადი ფოკუსი იქნება ამ საკითხებზე, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
დავითაშვილის თქმით, უკვე მომზადებულია დეტალური სამოქმედო გეგმა, რომელიც ეკენომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს.
„ასევე, ჩვენ გვექნება საუბარი იმაზე, როგორ შეიძლება კანდიდატობის მიღების შემდეგ საქართველომ დაჩქარებულ რეჟიმში მოახერხოს ინტეგრაცია ევროპის ერთიან ბაზარზე. უკვე მომზადებულია დეტალური სამოქმედო გეგმა DSFT-ის ვალდებულებების მიღმა, რომელიც ამ პროცესს ხელს შეუწყობდა. ჩვენ ეს გეგმა უკვე წარვუდგინეთ ევროკავშირს და გვექნება ამაზე საუბარი. ველოდებით, რომ იქნება მათი მხრიდან დადასტურება და, ფაქტობრივად, ეს იქნება განახლებული დღის წესრიგი თანამშრომლობის ეკონომიკური მიმართულებით და ეკონომიკურ საკითხებში“, – განაცხადა დავითაშვილმა.