ლევან დავითაშვილი - ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით 2012 წლიდან არის გეზი აღებული, სოფლის მეურნეობა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად გამოცხადდა
ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით 2012 წლიდან არის გეზი აღებული, სოფლის მეურნეობა გამოცხადდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად და ამ პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან ყოველთვის იყო სოფლის მეურნეობის დარგის მუდმივი მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პროგრამის „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ პრეზენტაციაზე განაცხადა.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის განვითარება და გარემოს დაცვაზე ზრუნვა არის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა 21-ე საუკუნეში, მაგრამ ამ გამოწვევის გასამკლავებლად მნიშვნელოვანია თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკა.
„ჩვენთვის სოფლის მეურნეობის განვითარება და გარემოს დაცვაზე ზრუნვა არის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა 21-ე საუკუნეში, მაგრამ ამ გამოწვევის გასამკლავებლად ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკა. ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით 2012 წლიდან არის გეზი აღებული. სოფლის მეურნეობა გამოცხადდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად და ამ პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან ყოველთვის იყო სოფლის მეურნეობის დარგის მუდმივი მხარდაჭერა, რაც აისახა იმ შედეგებში, რომელიც ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.