ლევან ცუცქირიძე - მესმის გახარიას მოტივები, პოზიცია, მაგრამ მარტო მისი გადასაწყვეტი არ არის, როდის რას დაესმევა წერტილი, დიდი ბოდიში
მესმის გახარიას მოტივები, პოზიცია, მაგრამ მარტო მისი გადასაწყვეტი არ არის, როდის რას დაესმევა წერტილი, დიდი ბოდიში, – ამის შესახებ „თავისუფლების მოედნის“ დამფუძნებელმა, ლევან ცუცქირიძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
როგორც ცუცქირიძემ განაცხადა, არსებობს გავრცელებული მოსაზრება, რომ ასეთი გაერთიანება არის დიდი გარღვევის მომტანი ქართულ პოლიტიკაში, თუმცა არ არსებობს კვლევები ან რაიმე სხვა მონაცემები, რომლებიც კონკრეტულად ამ საკითხს შეისწავლიდა და აჩვენებდა, რომ ეს ნამდვილად ასეა.
„რამდენად არის ეს გაერთიანება პრაქტიკულად სასარგებლო, რათა ჩვენ მოვახდინოთ გარღვევა ოპოზიციურ ბრძოლის ველზე და მივაღწიოთ გადამწყვეტ წინსვლას ამ ბრძოლაში – მე არ ვამბობ, რომ ან ერთი, ან მეორე არის სრულიად გამორიცხული, მაგრამ მე მაქვს ამასთან სერიოზული კითხვები. ამაზე მიმდინარეობს დისკუსია კოალიციის შიგნით.
ჩვენთვის, „თავისუფლების მოედნისთვის“ მანდატების საკითხი ან ჩრდილოვანი კაბინეტის საკითხები არ არის და არ ყოფილა გადამწყვეტი. ესენი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პოლიტიკური საკითხებია, მაგრამ ეს არ არის. ჩემთვის მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ, მათ შორის საკითხები როგორც წარსულთან, ისე მომავალ გეგმებთან დაკავშირებით. წარსულთან, რაც შეეხება ადამიანის უფლებების საკითხებს, დემონსტრაციების, დემონსტრაციების დარბევის საკითხებს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მომავლის საკითხები, როგორც ვხედავთ ჩვენ რაღაც თეორიულ ერთობაში მაგალითად ისეთ საკითხებს, როგორიცაა დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, დამოუკიდებელი პარლამენტი და.ა.შ. არსებობს გავრცელებული მოსაზრება, რომ ასეთი გაერთიანება არის დიდი გარღვევის მომტანი ქართულ პოლიტიკაში, თუმცა არ არსებობს კვლევები ან რაიმე სხვა მონაცემები, რომლებიც კონკრეტულ ამ საკითხს შეისწავლიდა და აჩვენებდა, რომ ეს ნამდვილად ასეა.
ყველა ამბობს წინასაარჩევნოდ, რომ ის არის ყველაზე მაგარი პოლიტიკური პარტია და თუ ყველა ასეთი მაგარია, მაშინ, გაერთიანების აუცილებლობა რატომ დგას, ხომ? ბუნებრივია, ესე იგი, რომ ყველა ისეთი მაგარი ვერ არის და რაღაც გაერთიანების აუცილებლობები არსებობს. მე ჩემი მხრიდან ეს კითხვები მაქვს. მერე ყველას დაავიწყდება, ვინ რას წერდა, ვინ რას გვირჩევდა, ყველას დაამახსოვრდება ის, რომ თქვენ თუ ასე გადაწყვიტეთ, ეს იყო არასწორი. ამიტომ, ეს ძალიან სერიოზული საკითხია.
მესმის, გახარიას მოტივები, მისი პოზიცია, მაგრამ ასე, რომ წერტილს დაუსვამ, ეს მარტო მისი გადასაწყვეტი არ არის, როდის რას დაესმევა წერტილი. ეს კოალიცია არის ოთხი პოლიტიკური მოძრაობის და ჯგუფის შექმნილი და ოთხივე უნდა შევთანხმდეთ, როდის დავუსვამთ რაღაც წერტილს. მარტო გახარია ამას ვერ გადაწყვეტს, დიდი ბოდიში“, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.