ლევან ბეჟაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ლიდერმა პარტიული ხაზი და პოლიტიკა უნდა დაიცვას, პარტიის წინააღმდეგ არ უნდა მიდიოდეს
ლევან ბეჟაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ლიდერმა პარტიული ხაზი და პოლიტიკა უნდა დაიცვას, პარტიის წინააღმდეგ არ უნდა მიდიოდეს

პარტიის სამდივნოს სხდომასთან დაკავშირებით ჭორები გავრცელდა, რომ დღის წესრიგი არსებობს, პარტიაში მსგავსი საკითხი არც კი განხილულა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას აღნიშნა, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბაჩო დოლიძისა და ნიკა მელიას გარიცხვა იგეგმება.

ბეჟაშვილის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია საფუძველს მოკლებულია.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ლიდერმა პარტიული ხაზი და პოლიტიკა უნდა დაიცვას, პარტიის წინააღმდეგ არ უნდა მიდიოდეს. ეთიკის დაცვა ყველასთვის სავალდებულოა. კრიტიკის გამო, მელიას არავინ გარიცხავს. რაც შეეხება სამომავლო გადაწყვეტილებას, ამას მომავალი აჩვენებს“, – განუცხადა ბეჟაშვილმა საქართველოს პირველ არხს.