ლევან ბეჟაშვილი - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა მოვითხოვოთ, თუ გვინდა, რომ ქვეყანამ თავის განვითარებაში ახალი ათვლის წერტილი იპოვოს
ლევან ბეჟაშვილი - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა მოვითხოვოთ, თუ გვინდა, რომ ქვეყანამ თავის განვითარებაში ახალი ათვლის წერტილი იპოვოს

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა მოვითხოვოთ, თუ გვინდა, რომ ქვეყანამ თავის განვითარებაში ახალი ათვლის წერტილი იპოვოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

როგორც ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში სერიოზული ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისია, მძიმეა სოციალური ვითარება.

„2024 წლამდე ნებისმიერი თვე, ქვეყნისთვის საზიანოა ამ ხელისუფლების პირობებში. მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ აწარმოებს ანტიდასავლურ კამპანიას და დღითიდღე გვაშორებს დასავლურ სამყაროს, საზოგადოებას და პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ ფუფუნება, რომ ხელისუფლების შეცვლის კონსტიტუციურ ვადებს დაელოდონ. უნდა მოვითხოვოთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ გვინდა, რომ ქვეყანამ თავის განვითარებაში ახალი ათვლის წერტილი იპოვოს“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.