ლევან ბეჟაშვილი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო ბოიკოტის პროცედურები დაიწყო, იმ სხდომებს არ დავესწრებით, სადაც საზოგადოებისთვის აუცილებელი საკითხები არ იქნება განხილული
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო ბოიკოტის პროცედურები დაიწყო, ეს ინას ნიშნავს, რომ იმ სხდომებს არ დავესწრებით, სადაც საზოგადოებისთვის აუცილებელი საკითხები არ იქნება განხილული, ეს არის საკონსტიტუციო ცვლილებები და მთავრობისთვის უნდობლობის პროცედურები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საპარლამენტო ოპოზიციასთან კონსულტაციები გაგრძელდება, რომ მოქმედებები კოორდინირებული იყოს.
„„ქართულ ოცნებასთან“ საუბარი არ არის პროდუქტიული, რადგან ყველა შეთანხმება, მათ შორის შარლ მიშელის პრაქტიკულად დარღვეული. უმრავლესობა თავის ძალას იყენებს, რომ ხელისუფლების ძალაუფლების უზურპაცია მოახდინოს. არსებულ ფორმატში პარლამენტში მონაწილეობა არის არაგონივრული, მხოლოდ იმ სხდომებში მივიღებთ მონაწილეობას, რომელიც საზოგადოებისთვის იქნება საჭირო და აუცილებელი. დღეს, საზოგადოება ოპოზიციას სულს სხვა გამოწვევებს უსახავს – 5 ივლისი და ოპერატორის დაღუპვა, ამაზე ღარიბაშვილის რეაქცია არის საზოგადოების გამოწვევა. ერთიანობა უნდა ვაჩვენოთ პოლიტიკოსებმა, რომ ღარიბაშვილი და გომელაური გადადგნენ, ქვეყანაში ტექნოკრატიული მთავრობა დაინიშნოს, რაც რიგგარეშე არჩევნებს უზრუნველყოფს. გომელაურისა და სხვა მინისტრების მოსვლა და მოსმენა მნიშვნელოვანი საკითხი იქნება. ოპოზიცია ამ საკითხზე ცალკე ვიმსჯელებთ, მთავარია არა მათი მოსვლა, არამედ წასვლა, რასაც ითხოვს მედია, საზოგადოება, ოპოზიცია. თუ პარლამენტში მოვლენ, წავლენ, ჩვეულებრივ მოქალაქეებად არა მინისტრებად“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.