ლევან ბეჟაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ ამოცანა არის რუსული რეჟიმის დამარცხება, ამასთან მიმართებით გიორგი ვაშაძესთან თანამშრომლობა პარტიისთვის მნიშვნელოვანია
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოლიტიკურ ჯგუფებს საერთო სამოქმედო გეგმის ფარგლებში მოქმედება შესთავაზა, რათა დაამარცხონ რუსული რეჟიმი.
მისივე თქმით, ამ საკითხთან მიმართებით გიორგი ვაშაძესთან თანამშრომლობა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მნიშვნელოვანია.
„„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოლიტიკურ ჯგუფებს, პარტიებს შესთავაზა, საერთო სტრატეგიის, საერთო სამოქმედო გეგმის ფარგლებში ვიმოქმედოთ ერთად, რათა დავამარცხოთ საქართველოში რუსული რეჟიმი და მოვიპოვოთ საქართველოს ევროპული მომავალი. ამასთან მიმართებით გიორგი ვაშაძის და მის გუნდთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობისთვის“. „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი და ამოცანაა რუსული რეჟიმის დამარცხება საქართველოში. სხვა პარტიების დამარცხება შეიძლება იყოს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში რამდენიმე მანდატის მოპოვება, მაგრამ ეს არ პასუხობს საზოგადოების დაკვეთას და მოთხოვნას. საზოგადოების მოთხოვნაა, შეიცვალოს რუსული რეჟიმი საქართველოში“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.