ლევან ბეჟაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს და დათმობს, რათა მაჟორიტარულ ოლქებზე შეთანხმება მიღწეული იყოს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთ ლიდერს საჯარო განცხადებაში, არც პრივატულ საუბრებში მეორე ტურში გასული კანდიდატების მხარდაჭერაზე განცხადება არ გაუკეთებია.
„პირიქით, ჩვენს ლიდერებს ყოველდღიურ შეკრებებზე, კონსულტაციებზე ბოლომდე გვაქვს იმედი, რომ მოხდება შეთანხმება, განსაკუთრებით თბილისის მაჟორიტარულ ოლქებზე და შევძლებთ, იპოზიციურმა პარტიებმა ერთიანი ფორმატით შევუტიოთ „ქართულ ოცნებას“. დღეს ამომრჩევლისგან დაკვეთა არის ერთიანობა, ერთიანობის მიღწევის მაღალი შანსი არსებობს თბილისში და „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს და დათმობს, რათა ეს შეთანხმება მიღწეულ იქნას“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.