ლევან ბეჟაშვილი - მთავარ ოპოზიციურ პარტიაში არც ფინანსები და არც გავლენებია ისეთი, რომ ვიღაცისთვის ძალაუფლებისთვის ბრძოლად ღირდეს
ლევან ბეჟაშვილი - მთავარ ოპოზიციურ პარტიაში არც ფინანსები და არც გავლენებია ისეთი, რომ ვიღაცისთვის ძალაუფლებისთვის ბრძოლად ღირდეს

მთავარ ოპოზიციურ პარტიაში არც ფინანსები და არც გავლენებია ისეთი, რომ ვიღაცისთვის ძალაუფლებისთვის ბრძოლად ღირდეს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პარტიის თავმჯდომარის შიდა არჩევნები მძიმე პასუხისმგებლობაა, რადგან საზოგადოებასა და პატარა ოპოზიციურ პარტიებს მოლოდინი აქვს, რომ პარტიამ თავისი პასუხისმგებლობა შეასრულოს.

„პარტიის თავმჯდომარის შიდა არჩევნების საკითხი გაერთიანებისა და განახლებული პროცესის დამატებითი ფაქტორი უნდა იყოს. შესაბამისად, ყველა პირადი წყენა თუ მოულოდნელობა გვერდზე უნდა გადავდოთ და ვეცადოთ, რომ პარტიული და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე შევხედოთ ამ პროცესს. პროცესი არის ჯანსაღი და დარწმუნებული ვარ, არჩევნები ახალი თავმჯდომარის ლეგიტიმაციას მხოლოდ წაადგება. მთავარ ოპოზიციურ პარტიაში არც ფინანსები და არც გავლენებია ისეთი, რომ ვიღაცისთვის ძალაუფლებისთვის ბრძოლად ღირდეს. ეს არის მძიმე პასუხისმგებლობა და ტვირთი, რადგან საზოგადოებასა და პატარა ოპოზიციურ პარტიებს მოლოდინი აქვს, რომ პარტიამ თავისი პასუხისმგებლობა შეასრულოს. ისე ნუ წარმოაჩენთ, რომ ეს ბრძოლა რაიმე სარგებლის მომტანია, რადგან ეს არის მძიმე პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.