ლევან ბეჟაშვილი - კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მარგველაშვილი „ქართული ოცნების“ ინტერესს ატარებს, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობს
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილის ყველა გადაწყვეტილება თანხვედრაში იყო „ქართული ოცნების“ ინტერესებთან. ეს განცხადება
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყველა გადაწყვეტილება თანხვედრაში იყო „ქართული ოცნების“ ინტერესებთან, – ასე გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ წევრი ლევან ბეჟაშვილი გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.
მისი თქმით, მარგველაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ქართული ოცნების“ ინტერესების გამტარებელია, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობს.
„დღეს ამჯერადაც დადასტურდა, რომ ის „ქართული ოცნების“ ინტერესს ატარებს, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობს. მნიშვნელოვანია, რომ ამ საარჩევნო კამპანიაში მთავარი აქტორები იქნებიან „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატი და გაერთიანებული ოცნების კანდიდატები. ვიმედოვნებ, რომ საზოგადოება მხარს დაუჭერს გრიგოლ ვაშაძეს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.