ლევან ბეჟაშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ოპოზიციას კონკრეტული კანდიდატი არ ჰყავს
კონკრეტული კანდიდატი ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ოპოზიციას არ ჰყავს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია დაელოდება კონკურსს, რომელსაც ატარებს პრეზიდენტი და იმ შემადგენლობას, რომელიც პარლამენტს წარედგინება.
„ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ოპოზიციას კონკრეტული კანდიდატი არ ჰყავს. ჩვენ დაველოდებით იმ კონკურსს, რომელსაც ატარებს პრეზიდენტი, და იმ შემადგენლობას, რომელიც წარმოდგება პარლამენტში. ეს საკადრო გადაწყვეტილებები ნათლად აჩვენებს „ქართულ ოცნებას“, რა აქვს განზრახული – ისევ ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილებები, თუ ოპოზიციასთან შეთანხმებით მოხდეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევა“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.