ლევან ახვლედიანი - თუ ბოლო იმედიც ამოიწურება, მე ვიქნები პირველი, ვინც გამოვა და ყველაფერს მოყვება
ლევან ახვლედიანი - თუ ბოლო იმედიც ამოიწურება, მე ვიქნები პირველი, ვინც გამოვა და ყველაფერს მოყვება

გვყავს კიდევ ერთი ინვესტორი, რომელსაც ჯერ არ გაუტანია ინტერესი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტიდან, ეს არის უმსხვილესი ამერიკული ფონდი, – ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა, ლევან ახვლედიანმა დეპუტატებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ ფონდთან კონსორციუმს ჰქონდა მოლაპარაკებები, ასევე მთავრობასაც ჰქონდა შეხვედრა.

ახვლედიანი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება.

„იმედს ვიტოვებ, უახლოეს დროში წარმატებით დასრულდება ეს მოლაპარაკებები. ჩვენ მათთან კომერციული მოლაპარაკებები პრაქტიკულად შეთანხმებული გვაქვს, ახლა უნდა დასრულდეს ფორმალობა და შემდეგ მათი ოფიციალურად წარდგენა ამ პროექტის ინვესტორებად. ეს არის ერთადერთი, რაც მაძლევს იმედს, რომ არ დავიბრალოთ არავისგან დესტრუქციულობა და იმედი ვიქონიოთ, რომ ეს პროექტი წარმატებით განხორციელდება. თუ ეს ბოლო იმედიც ამოიწურება, მე ვიქნები პირველი, ვინც გამოვა და ყველაფერს მოყვება, რა და როგორ იყო ზუსტად“, – განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა.