„ლევადა“ ცენტრის კვლევით, რუსეთში გამოკითხულთა 76 პროცენტი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს მხარს უჭერს
„ლევადა“ ცენტრის კვლევით, რუსეთში გამოკითხულთა 76 პროცენტი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს მხარს უჭერს

ლევადა“ ცენტრის კვლევით, 2022 წლის აგვისტოს თვის მონაცემებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს რუსეთში, გამოკითხული მოსახლეობის 76 პროცენტი უჭერს მხარს.

კვლევის მიხედვით, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის ქმედებებს გამოკითხულთა 46 პროცენტი მყარად უჭერს მხარს, 30 პროცენტ კი, მეტწილად მხარდამჭერია ამ ქმედებების. უკრაინაში რუსეთის ომს გამოკითხულთა 17 პროცენტი არ უჭერს მხარს.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, საომარ მოქმედებებისადმი მხარდაჭერა უმეტესად მაღალ ასაკობრივ ჯგუფებში შეინიშნება.

კითხვაზე, საჭიროა თუ არა საომარი მოქმედებების გაგრძელება, თუ აუცილებელია მოლაპარაკებების პროცესის დაწყება, გამოკითხულთა 48 პროცენტი მიიჩნევს, რომ ომის გაგრძელება აუცილებელია, 44 პროცენტი კი, ფიქრობს, რომ დროა, მოლაპარაკებები დაიწყოს.

ლევადა“ ცენტრის გამოკითხვა 25-31 აგვისტოს პერიოდშია ჩატარებული. მასში მონაწილეობა 1 612-მა 18 წელს გადაცილებულმა ადამიანმა მიიღო. კვლევის მაქსიმალურ ცდომილება 3.4%