ლერი ხაბელოვი - დიდი მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს, დღეს რაც თქვენ თქვით, ეს არა მხოლოდ სპორტსმენების დაფასებაა, ეს არის პროპაგანდა სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების
ლერი ხაბელოვი - დიდი მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს, დღეს რაც თქვენ თქვით, ეს არა მხოლოდ სპორტსმენების დაფასებაა, ეს არის პროპაგანდა სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, დღეს რაც თქვენ თქვით, ეს არის არა მხოლოდ ის, რომ დღეს ჩვენ ეს სპორტსმენები დავაფასეთ, ეს არის პროპაგანდა სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა, ოლიმპიელებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა სპორტის მხარდაჭერისთვის პრემიერს მადლობა გადაუხადა.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, დღეს რაც თქვენ გააჟღერეთ, მხოლოდ ის, რომ დღეს ჩვენ ეს სპორტსმენები დავაფასეთ, ეს არის პროპაგანდა სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ“, – განაცხადა ლერი ხაბელოვმა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონები, რომლებმაც ტოკიოს ოლიმპიადიდან ვერცხლის მედლები ჩამოიტანეს, ჯილდოდ 500 000 ლარს მიიღებენ, ბრინჯაოს მედლის მფლობელების ჯილდო კი, 250 000 ლარი იქნება. ოქროს მედლის მფლობელებისთვის დაწესებული ჯილდო მილიონი ლარია.