ლერი ხაბელოვი აცხადებს, რომ განათლების სამინისტროს უნდა გამოეყოს სპორტის ნაწილი და დეპარტამენტის სახით ჩამოყალიბდეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლერი ხაბელოვი მიიჩნევს, რომ განათლების სამინისტროს სპორტის ნაწილი უნდა გამოეყოს და დეპარტამენტის სახით ჩამოყალიბდეს.
როგორც საქართველოს პირველ არხს ხაბელოვმა განუცხადა, სპორტის დეპარტამენტის გაკეთება შეიძლება განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაშიც.
„მნიშვნელოვანია, რომ სპორტის სფერო ცალკე იყოს, რომელიც ჯერ კულტურას, შემდეგ განათლებას შეუერთდა. თუ ცალკე საქვეუწყებო დეპარტამენტი იქნება ჩამოყალიბებული, ეს ძალიან კარგი იქნება სპორტისთვის, მეტი საშუალებები გამოჩნდება. განათლების სამინისტრო დიდი სამინისტროა და დიდი მიღწევების სპორტი ცალკე თუ იქნება, ეს მისასალმებელია“, – განაცხადა ხაბელოვმა.