მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა თანხმობა განაცხადა ახალი ფორვარდის შეძენაზე, რომელმაც ფრანგი ქარიმ ბენზემა უნდა შეცვალოს.
როგორც ფრანგული გაზეთი L’Equipe წერს, 2 იანვარს კლუბის პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს, აღმასრულებელ დირექტორს ხოსე ანხელ სანჩესსა და ზიდანს შორის შეხვედრა გაიმართა.
ხელმძღვანელებმა დაარწმუნეს ფრანგი სპეციალისტი, რომ ბენზემასთვის კონკურენტის შეძენა აუცილებელია.
ახალი ფორვარდის ყიდვა სავსებით ლოგიკური ნაბიჯი იქნება, რადგან ბენზემამ პრიმერას 12 მატჩში მხოლოდ ორი გოლი გაიტანა.
გარდა ამისა, ფრანგი, ამჟამად, ტრავმირებულია და დაახლოებით 2-3 კვირა ვერ შეძლებს თამაშს.
L’Equipe-ის ინფორმაციით, ბენზემას შეცვლაზე მთავარი კანდიდატები არიან “ინტერისა” და “ლაიპციგის” ფორვარდები – მაურო იკარდი და ტიმო ვერნერი.
“რეალის” წარმომადგენლები ორივე ფეხბურთელის აგენტებს შეხვდნენ.