ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა L’Equipe-მა წარმოადგინა 2017 წლის სიმბოლური ნაკრები ფეხბურთში. თავდაპირველად, ჟურნალისტებმა პოზიციების მიხედვით კანდიდატები შეარჩიეს, რის შემდეგაც, მკითხველებმა ხმის მიცემით გამოავლინეს საუკეთესოები.
საერთო ჯამში, გამოკითხვაში მონაწილეობა დაახლოებით 150 ათასმა ადამიანმა მიიღო და მათ სიმბოლური ნაკრები ასეთი შემადგენლობით შეადგინეს:
მეკარე – ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”);
მცველები – დანი ალვეში (პსჟ), სერხიო რამოსი (“რეალი”), სამუელ უმტიტი (“ბარსელონა”), მარსელო (“რეალი”);
ნახევარმცველები – ლუკა მოდრიჩი (“რეალი”), ნ`გოლო კანტე (“ჩელსი”);
განაპირა თავდამსხმელები – ლიონელ მესი (“ბარსელონა”), ნეიმარი (პსჟ);
ცენტრალური თავდამსხმელები – ჰარი კეინი (“ტოტენჰემი”), კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”).