ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებმა თელავში მდუმარე აქცია გამართეს
„როცა სიტყვები უკვე ზედმეტია“, – ამ ლოზუნგით თელავში მდუმარე აქცია გაიმართა.
ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა „ტვ პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო ოჯახს, მის კოლეგებს სამძიმარი გამოუცხადეს.
ამასთან, კიდევ ერთხელ დაგმეს 5 ივლისს, თბილისში მომხდარი ძალადობა, რა დროსაც მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მედიის წარმომადგენლება ხელისუფლებას ოპერატიული გამოძიებისა და დამნაშავეთა დასჯისკენ მოუწოდეს.
„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა სცემეს, გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ლექსო ლაშქარავა კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც სახლში გაწერეს.
„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.