თბილისში ლეონიდ იაკობსონის სახელობის საბალეტო დასი ჩამოდის
თბილისში ლეონიდ იაკობსონის სახელობის საბალეტო დასი ჩამოდის

თბილისში სანქტ–პეტერბურგის ლეონიდ იაკობსონის სახელობის ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის საბალეტო დასი 10 ნოემბერს  ჩამოვა. ამის შესახებ გუშინ პირველ არხთან საუბარში  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა განაცხადა.

კარასინის თქმით, სანკტ-პეტერბურგის საბალეტო დასის გასტროლი თბილისში ორ ქვეყანას შორის კულტურული კონტაქტების განმტკიცებისათვის გადადგმული ნაბიჯია და ხალხთა შორის ურთიერთობების გამყარებას შეუწყობს ხელს.

იაკობსონის სახელობის ბალეტი გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსულ აკადემიურ თეატრის სცენაზე ბალეტს „დონ კიხოტი“ წარმოადგენს. ბალეტი დიდი ქორეოგრაფის, მარიუს პეტიპას დადგმის ახალ ვერსიას წარმოადგენს და პეტიპას დაბადების 200 წლისთავს ეძღვნება. დადგმა ეკუთვნის მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავს, კოვენტ–გარდენის სამეფო ბალეტის ექს–პრემიერს, ამჟამად წარმატებულ ქორეოგრაფ იოჰან კობორგს.

სპექტაკლის პრემიერა სანქტ-პეტერბურგში 2017 წლის 14 დეკემბერს გაიმართა.