ლეონარდო და ვინჩის Salvator Mundi აბუ-დაბის ლუვრმა შეიძინა. ინფორმაციას ამის შესახებ მუზეუმის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
ლეონარდო და ვინჩის Salvator Mundi 450 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებით, კრისტის აუქციონზე გაყიდული ყველაზე ძვირადღირებულ ნამუშევრია.
ისტორიული ცნობებით, შედევრი მეფე კარლ მეორეს ეკუთვნოდა და მემკვიდრეობით ბუკინგემის ჰერცოგის უკანონო შვილს გადაეცა. რის შემდეგაც, ტილო წლების განმავლობაში დაკარგულად მიიჩნეოდა.
სურათი მხოლოდ 1958 წელს ერთ-ერთ აუქციონზე აღმოაჩინეს, თუმცა მოგვიანებით ისევ გაუჩინარდა და 2005 წლამდე მისი ადგილსამყოფელი არავინ იცოდა.