ლეონარდო და ვინჩის ნამუშევრად მიჩენული ტილო აუქციონზე რეკორდულ ფასად, 450 მილიონ დოლარად გაიყიდა
500 წლის სიძველის ტილო, რომელზეც ქრისტეა გამოსახული და მიიჩნევენ, რომ ლეონარდო და ვინჩის ეკუთვნის, აუქციონზე რეკორდულ ფასად, 450 მილიონ დოლარად გაიყიდა.
ტილო ცნობილია სახელით Salvator Mundi, რაც სამყაროს მხსნელს ნიშნავს. ეს ყველაზე მაღალი ფასია, რაც აქამდე ხელოვნების ნიმუშში გადაუხდიათ. კრისტის აუქციონზე მყიდველი აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს.
ლეონარდო და ვინჩი 1519 წელს გარდაიცვალა და მისი მხოლოდ 20-მდე ტილოა შემორჩენილი, საიდანაც მხოლოდ ერთი იქნება კერძო პირის მფლობელობაში. მიიჩნევა, რომ Salvator Mundi 1505 წელს არის შესრულებული. ტილოზე გამოსახულია ქრისტე, რომელსაც ერთი ხელი აწეული აქვს, მეორეში კი წყლის სფერო უჭირავს.
1958 წელს ეს ნამუშევარი ლონდონის აუქციონზე 60 დოლარად გაიყიდა. მაშინ მიიჩნეოდა, რომ ავტორი ლეონარდოს მიმდევარი იყო და არა თავად და ვინჩი.
BBC-ის არტკორესპონდენტი ამბობს, რომ დღესაც არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული აზრი, ვინ არის ნახატის ავტორი.