გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ლენტეხის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად სკიმუარის სათავე ნაგებობის წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე მიყენებული ზიანი აღდგენილია.
„წყალმომარაგების კომპანიის შესაბამისი სამსახურების და ცაგერის სერვის-ცენტრის თანამშრომლების მიერ მთელი დღის განმავლობაში ინტენსიური მუშაობის შედეგად, მოსახლეობას წყლის მიწოდება უკვე აღუდგა.
დღეს ლენტეხის მუნიციპალიტეტში მოსულმა ძლიერმა ნალექმა დააზიანა სკიმუარის სათავე ნაგებობის მაგისტრალური ქსელი, რის შედეგადაც წყლის მიწოდება ათეულობით ოჯახს შეუწყდა.
ამ დროისთვის ყველა აბონენტს წყალი შეუფერხებლად მიეწოდება“, – აღნიშნულია კომპანიის ინფორმაციაში.