ლენტეხის მუნიციპალიტეტში ლაბორატორიიდან ორ საეჭვო პაციენტზე უარყოფითი პასუხი მიიღეს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა, არჩილ ჯაფარიძემ განუცხადა.
ჯაფარიძის თქმით, მუნიციპალიტეტში დღეს მოსახლეობის თერმოსკრინინგს ცხრა ჯგუფი ატარებდა. სოფლის
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის ინფორმაციით, ექიმი და რწმუნებულები ტემპერატურის გაზომვის პროცესს მთელ მუნიციპალიტეტში სამ დღეში დაასრულებენ.
ახალი პაციენტები ცხელების ცენტრში არ შეუყვანიათ.