ლენტეხში მცხოვრებ 50 წლამდე მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა
ლენტეხში მცხოვრებ 50 წლამდე მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისის ლაბორატორიაში 45 საეჭვო პაციენტის ანალიზი გამოიკვლიეს. აქედან კორინავირუსზე სამი შემთხვევა დადასტურდა.

კორონავირუსი დაუდასტურდა პაციენტის მეუღლესა და სიძეს, რომლის დიაგნოზის გამოც ვანში უსაფრთხოების ნორმები გამკაცრდა. „კოვიდ 19“ გამოუვლინდა ასევე ლენტეხში მცხოვრებ 50 წლამდე მამაკაცს, რომელიც მუნიციპალიტეტის საავადმყოფოშია მოთავსებული. ეპიდემიოლოგები მის კონტაქტებსა და დაინფიცირების წყაროს იკვლევენ.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 211 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა 50 ადამიანი.