ლენტეხში კორონავირუსზე 180 ადამიანი გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია
ლენტეხის მუნიციპალიტეტში გამოკვლეული 180 ადამიანიდან „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა.
ლენტეხის დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელის, გოგი ლიპარტელიანის ინფორმაციით, 28 პირს თვითიზოლაციაში გადასვლის რეკომენდაცია მიეცა. მათ მედიკოსები დააკვირდებიან და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, განმეორებითი ტესტები ჩაუტარდებათ.