ლენტეხში გარესამყაროს მოწყვეტილი ხუთი სოფლიდან ოთხთან კავშირი აღდგა
ლენტეხის მუნიციპალიტეტში გარესამყაროს მოწყვეტილი ხუთი სოფლიდან ოთხთან კავშირი აღდგა.
მუნიციპალიტეტის მერის, ბადრი ლიპარტელიანის ინფორმაციით, სოფლების – საყდარის, დურაშის, ტვიბისა და ესიერის მიმართულებით მოძრაობა შეუფერხებლად არის შესაძლებელი. რაც შეეხება სოფელ მუწდს, ჩატეხილი ხიდის კაპიტალურ რეაბილიტაციქმდე დროებითი გზა უნდა მოეწყოს, თუმცა რა ფორმით აღდგება კავშირი, კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ ხვალ უნდა იმსჯელონ.