ლენტეხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსისგან პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა
ლენტეხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსისგან პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ლენტეხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსისგან პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, არჩილ ჯაფარიძემ განუცხადა.

არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, ასევე უარყოფითია საკონტროლო პირველადი შედეგი მის მცირეწლოვან შვილთანაც. მედიკოსები დღეს განმეორებითი ტესტირების შედეგს ელოდებიან და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მამა-შვილი ერთად დატოვებს კლინიკას.

ლენტეხში პირველ გამოჯანმრთელებულ პაციენტს კორონავირუსი 5 აპრილს დაუდასტურდა.

შეგახსენებთ, რომ ლენტეხში ინფიცირების სულ ხუთი შემთხვევა არის დაფიქსირებული, რის გამოც მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.