ლენტეხის ცხელების ცენტრში სოფელ ხელედიდან ორი პაციენტი შეიყვანეს, მათ ანალიზები უკვე აუღეს
ლენტეხის ცხელების ცენტრში სოფელ ხელედიდან ორი პაციენტი შეიყვანეს. მათ ცხელება აღენიშნებათ. ორივე მათგანის ბიოლოგიური ნიმუში გამოსაკვლევად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი და პასუხს ხვალისთვის ელოდებიან. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ლენტეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტის ხელმძღვანელმა, გოგი ონიანმა განუცხადა.
ეპიდემიოლოგები დღის განმავლობაში მუშაობდნენ ოთხი ახალი ინფიცირებულის კონტაქტების დადგენაზე. რადგანაც ახალი ინფიცირებულები ლენტეხში პირველად დაინფიცირებული მამაკაცის ოჯახის წევრები არიან, მათი კონტაქტები იდენტურია, კონტაქტების ძველ სიას მხოლოდ 12 ადამიანი დაემატა.
რაც შეეხება სოფელ მელეს, სადაც ინფიცირებულები ცხოვრობდნენ, მომხდარის გამო, მთელი სოფელი თვითიზოლაციაშია. სოფელ მელეში ადგილობრივების თერმოსკრინინგი დასრულდა.