ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია
სტიქიის შედეგად დაზიანებული ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგენილია, თუმცა გზის მოწყობის სამუშაოები გრძელდება.
ასევე, საავტომობილო გზა სრულად აღდგა გარესამყაროს მოწყვეტილ რამდენიმე სოფელთან. სოფლების – ტვიბისა და მუცდის მიმართულებით კი გადაადგილება ამ დროისთვის მხოლოდ ფეხით არის შესაძლებელი.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის ბადრი ლიპარტელიანის ინფორმაციით, ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა და გზა რამდენიმე საათში ავტომობილებისთვისაც გაიხსნება. სოფელ ტვიბში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა. ამ ეტაპზე ელექტროენერგია მხოლოდ სოფელ ბავარს არ მიეწოდება.